Skip to main content

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვა და დამუშავება ვებ-გვერდის გამოყენებისას. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
2. რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც თავად გვაწვდით ნებაყოფლობით, საიტზე არსებული საკონტაქტო ფორმის შევსებისას (მაგალითად: სახელი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი და პროექტის აღწერა). ასევე, საიტზე მუშაობს ანალიტიკური ხელსაწყოები (მაგ. Google Analytics), რომლებიც ავტომატურად აგროვებენ ანონიმურ ტექნიკურ მონაცემებს (IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, გვერდზე გატარებული დრო).
3. მონაცემების გამოყენების მიზანი
თქვენ მიერ მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ:
  • თქვენს მოთხოვნებზე, კითხვებსა და ბრიფებზე საპასუხოდ;
  • სამუშაო პროცესის დასაგეგმად და ფასის შეთავაზების მოსამზადებლად;
  • ვებ-გვერდის მუშაობისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
4. მესამე მხარეები და უსაფრთხოება
ჩვენ არ გადავცემთ, არ ვყიდით და არ გავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საიტზე ჩაშენებული გარე პლატფორმები (მაგ. YouTube, Vimeo, Instagram) მოქმედებენ თავიანთი კონფიდენციალურობის წესების შესაბამისად.