Skip to main content

ღონისძიებებისა და ივენთების
ვიდეო გადაღება

ღონისძიებებისა და ივენთების ვიდეო გადაღება

კონცერტების, ფესტივალების, კორპორატიული საღამოებისა და მასშტაბური ივენთების დინამიური გადაღება და მონტაჟი უმაღლესი ტექნიკური სტანდარტით.

კონცერტები და ფესტივალები

ცოცხალი ენერგიის, მრავალკამერიანი დინამიური გადაღება და სუფთა, პროფესიონალური აუდიო ხაზის ჩაწერა, რაც მაყურებელს ეკრანიდანაც კი ფესტივალის ეპიცენტრში აგრძნობინებს თავს

კორპორატიული საღამოები

კომპანიის მნიშვნელოვანი თარიღების, გუნდური აქტივობებისა და ოფიციალური ივენთების მაღალი კლასის რეპორტაჟი, რომელიც იდეალურია როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე ბრენდის იმიჯისთვის

მასშტაბური ღონისძიებები და კონფერენციები

პრეზენტაციების, ფორუმებისა და გამოფენების სტრუქტურირებული გადაღება მნიშვნელოვანი გამომსვლელების, მთავარი მომენტებისა და აუდიტორიის ემოციების სრული დაფიქსირებით

რატომ არის ჩემი მიდგომა განსხვავებული?


სატელევიზიო გამოცდილება და "ცოცხალი ეთერის" სიზუსტე
ივენთების გადაღებისას მეორე შანსი არ არსებობს — მნიშვნელოვანი მომენტის გამორთვა დაუშვებელია. ჩემი მრავალწლიანი სატელევიზიო ბექგრაუნდი და ტელეოპერატორის პროფესიული განათლება მაძლევს უნარს, მომენტალურად ორიენტირდე ნებისმიერ განათებასა და დინამიკაში.
  • პროფესიონალური აუდიო: ვიდეოსთან ერთად უზრუნველყოფილია სუფთა ხმის ჩაწერა უშუალოდ ხმის პულტიდან და ატმოსფერული მიკროფონებით.
  • უმაღლესი სტაბილიზაცია: კონცერტებისა და ივენთების დინამიური მოძრაობების გლუვად გადასაღებად ვიყენებ უახლეს სტაბილიზაციის სისტემებს.
  • სწრაფი ედითინგი: მესმის, რომ ივენთის კონტენტი აქტუალური გადაღებიდან პირველ დღეებშია. ვუზრუნველყოფ ვიდეო რგოლების დროულ და ოპერატიულ მონტაჟს.

გსურთ თქვენი ღონისძიება ისტორიად იქცეს?