Skip to main content

ქორწილების, ჯვრისწერის, ნათლობების და
დღესასწაულების გადაღება


ქორწილების, ნათლობებისა და პირადი მნიშვნელოვანი დღეების ემოციური, კინემატოგრაფიული გადაღება და ისტორიად ქცევა


ქორწილი და ჯვრისწერა

თქვენი სიყვარულის ისტორიის კინემატოგრაფიული ეკრანიზაცია — მომზადების პროცესიდან გრანდიოზულ წვეულებამდე. აქცენტი ნამდვილ, ცოცხალ ემოციებზე, ესთეტიკურ კადრებსა და უნაკლო ხმოვან გაფორმებაზე.

ნათლობები და საოჯახო დღესასწაულები

ყველაზე სათუთი საოჯახო მოვლენების ფრთხილი და პროფესიონალური დაფიქსირება. ვიდეოები, რომლებიც წლების შემდეგაც ზუსტად აღადგენენ იმ სითბოსა და ემოციას, რაც თქვენს ოჯახურ დღესასწაულს ახლდა

დაბადების დღეები და იუბილეები

არტისტების, მუსიკოსებისა და კრეატიული ადამიანების პორტრეტები — მათი შემოქმედებითი ცხოვრებისა და Backstage-ის კინემატოგრაფიული გადმოცემით

კადრს მიღმა დარჩენილი ხელოვნება შეუმჩნეველი და ზუსტი


პირადი დღესასწაულების გადაღებისას მთავარია, კლიენტმა თავი თავისუფლად იგრძნოს. ჩემი მრავალწლიანი სატელევიზიო ბექგრაუნდი და ტელეოპერატორის გამოცდილება საშუალებას მაძლევს, ვიმუშაო შეუმჩნევლად, თუმცა დავიჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი, უცაბედი და გულწრფელი მომენტები
  • ბუნებრივი კადრები: არანაირი ხელოვნური, დაძაბული პოზირება. მე ვიღებ რეალურ სიცილს, სიხარულის ცრემლებსა და ცოცხალ ემოციებს.
  • კინემატოგრაფიული ფერები: თითოეული საქორწილო ფილმი გადის ფერების ინდივიდუალურ კორექციას, რათა მას ჰქონდეს პრემიუმ კლასის კინოს იერსახე.
  • უმაღლესი ტექნიკური კლასი: გადაღება მიმდინარეობს პროფესიონალური კამერებითა და პორტატული განათების სისტემებით, რაც გარანტიას იძლევა, რომ საღამოს წვეულების კადრებიც კი რესტორანში იქნება სუფთა და მკვეთრი.
  • გსურთ თქვენი ცხოვრების მთავარი დღე ფილმად იქცეს?